(+995 32) 2 444 111

m² Rent - მომსახურების პაკეტი სრულად

თუ თქვენ ფლობთ ბინას -ის რომელიმე კომპლექსში და გსურთ აღნიშნული უძრავი ქონების გაქირავება ან გაყიდვა, კომპანია  გთავაზობთ მომსახურებას, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ჩვენი მობინადრეებისთვის და ორიენტირებულია თქვენთვის დამატებითი კომფორტის შექმნაზე. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ახალი პროექტი m² Rent, რაც გულისხმობს ერთ სივრცეში თავმოყრილ ინფორმაციას  -ის კომპლექსებში არსებულ გასაყიდ თუ გასაქირავებელ ბინებთან დაკავშირებით.

ბაზარზე არსებული სტანდარტული მომსახურებისგან  გამოირჩევა მთელი რიგი უპირატესობებით, რაც მოიცავს შემდეგ დამატებით სარგებელს:

m² Rent standard:

► m² ასისტანსი;

- სხვადასხვა საყოფაცხოვრებო თუ ტექნიკური პრობლემის შემთხვევაში მოიჯარის საკონტაქტო პირი იქნება m²-ის წარმომადგენელი;

► ტექნიკური მხარდაჭერა;

- ტექნიკური გაუმართაობის ან რაიმე მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლის/დაზიანების შემთხვევაში შესაბამისი ტექნიკური პირი იმავე დღეს მოვა ადგილზე და დაადგენს დაზიანების/გაუმართაობის მიზეზს;

- სურვილის შემთხვევაში დაეხმარება პრობლების მოგვარებაში შესაბამისი ანაზღაურებით;

• უძრავი ქონების ფოტოგრაფირება და ვებ-გვერდზე განთავსება;

• სამართლებრივად გამართული ხელშეკრულება;

► საჯარო რეესტრში რეგისტრაცია m² gallery-ში.

 - სურვილის ან კანონით დადგენილ შემთხვევაში იჯარის/ქირავნობის ხელშეკრულების რეგისტრაცია მოხდება სწრაფად და ოპერატიულად, რიგის გარეშე, m² gallery-ში, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ m²-ის მობინადრეებისთვის და გულისხმობს საჯარო რეესტრში ხელშეკრულების რეგისტრაციას.

► ბინის მდგომარეობის მონიტორინგი

- m²-ის წარმომადგენლის მიერ პერიოდულად მოხდება ბინის მდგომარეობის შემოწმება სატელეფონო კომუნიკაციით ან ადგილზე დათვალიერებით.

► m² guest card საჩუქრად

- დამქირავებელს გადაეცემა ფასდაკლების ბარათი -ის პარტნიორ ტექნიკისა თუ ავეჯის სხვადასხვა მაღაზიებში.

• გენერალური დასუფთავება ქირავნობის ვადის ამოწურვის შემდგომ.

• ავეჯის გადაზიდვის ორგანიზება.

 

m² rent premium:

კომპანია  ასევე გთავაზობთ „premium” პაკეტს, რომელიც ზემოაღნიშნულ სერვისებთან ერთად დამატებით მოიცავს შემდეგ მომსახურებებს:

► ტექნიკური მხარდაჭერა და პრობლემის მოგვარება;

- წელიწადში 2-ჯერ უფასოდ ტექნიკური გაუმართაობის ან რაიმე მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლის/დაზიანების შეკეთება/აღმოფხვრა შესაბამისი ტექნიკური პირის მიერ;

► გენერალური დასუფთავება მოთხოვნის შესაბამისად;

- საჭიროების შემთხვევაში ბინის ქიმიური დამუშავება / დეზინფექცია; 

• ქონების დაზღვევა.


- დღეს საკმაოდ აქტუალურია დღიური გაქირავების სერვისი. სურვილის შემთხვევაში, ჩვენ განვათავსებთ თქვენს განცხადებას ყველაზე მოთხოვნად და ცნობად ვებ-გვერდებზე (www.airbnb.com და www.booking.com) და სრულად ვუზრუნველყობთ მასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებას.