(+995 32) 2 444 111

გაქირავებული ბინების მოვლა/პატრონობა

თუ თქვენ უკვე გაქირავებული გაქვთ ბინა და გსურთ მიიღოთ ჩვენი მომსახურებით განსაზღვრული სერვისები, სხვადასხვა პაკეტები, m² Rent ამ შემთხვევაშიც მზადაა თანამშრომლობისთვის. მობინადრეს შეუძლია მიიღოს დამატებით სარგებელი და მომსახურება, რაც მორგებულია მის საჭიროებას და ინტერესს. ამ მომსახურების საფასური განისაზღვრება საიჯარო ქირის მიხედვით და შეადგენს მის 3%-ს.

სერვისები მოიცავს:

m² ასისტანსი;

- სხვადასხვა საყოფაცხოვრებო თუ ტექნიკური პრობლემის შემთხვევაში მოიჯარის საკონტაქტო პირი იქნება m²-ის წარმომადგენელი;

 ტექნიკური მხარდაჭერა;

- ტექნიკური გაუმართაობის ან რაიმე მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლის/დაზიანების შემთხვევაში შესაბამისი ტექნიკური პირი იმავე დღეს მოვა ადგილზე და დაადგენს დაზიანების/გაუმართაობის მიზეზს;

- სურვილის შემთხვევაში დაეხმარება პრობლემის მოგვარებაში შესაბამისი ანაზღაურებით;

 ბინის მდგომარეობის მონიტორინგი;

- m²-ის წარმომადგენლის მიერ პერიოდულად მოხდება ბინის მდგომარეობის შემოწმება სატელეფონო კომუნიკაციით ან ადგილზე დათვალიერებით;

 m² guest card საჩუქრად;

- დამქირავებელს გადაეცემა ფასდაკლების ბარათი m²-ის პარტნიორ ტექნიკისა თუ ავეჯის სხვადასხვა მაღაზიებში;

 დასუფთავება ქირავნობის ვადის ამოწურვის შემდგომ.


"premium” მომსახურების შემთხვევაში  მოქმედებს სხვა ტარიფი და ზემოაღნიშნულ შეთავაზებას ემატება სხვა მომსახურებები. კერძოდ:

 ტექნიკური მხარდაჭერა და ხარვეზის აღმოფხვრა;

- წელიწადში 2-ჯერ უფასოდ ტექნიკური გაუმართაობის ან რაიმე მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლის/დაზიანების შეკეთება/აღმოფხვრა შესაბამისი ტექნიკური პირის მიერ;

 გენერალური დასუფთავება მოთხოვნის შესაბამისად;

 საჭიროების შემთხვევაში ბინის ქიმიური დამუშავება / დეზინფექცია;

 ქონების დაზღვევა.